ფეხბურთი

2:02 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის მორიგი დუბლი პრემიერლიგაში და შთამბეჭდავი სტატისტიკა

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ელან როუდზე“ „ლიდს იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა, ერლინგ ჰოლანდმა კი მორიგი შოუ მოაწყო.

ნორვეგიელი ბომბარდირი უბრალოდ შეუჩერებელია და ამჯერად დუბლს „დასჯერდა“. „სიტიმ“ ტაიმი როდრის გოლით მოიგო, მეორე ტაიმში კი ჰოლანდის ჯერი დადგა, რომელმაც ორივე გოლი ჯეკ გრილიშის პასებით გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელს პრემიერლიგაში უკვე 20 გოლი აქვს გატანილი და ინგლისის ჩემპიონატში ამ რაოდენობის გოლები ასე სწრაფად არავის გაუტანია. შედარებისთვის, „ჩელსის“ ამ სეზონში 19 გოლი აქვს გატანილი, მხოლოდ ჰოლანდმა კი ლონდონურ კლუბზე მეტი გოლი შეაგდო... ისიც ვახსენოთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა პრემიერლიგაში უკვე 2-ით მეტი გოლი მიითვალა, ვიდრე მამამისმა ალფ-ინგე ჰოლანდმა მთელი კარიერის განმავლობაში, ხოლო კალენდარულ 2022 წელს ერლინგის აქტივში 42 თამაშში 45 გოლია - არანორმალური სტატისტიკაა.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ამ მოგებით 35 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება.

0.11463