მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატი განახლდა და „პარი სენ ჟერმენს“ მორიგი გამარჯვება კილიან მბაპემ მოუტანა.
მუნდიალის ფინალიდან 10 დღეში მბაპემ კლუბის მაისურით ითამაშა, მოცემულობა კი არ შეცვლილა - ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი იყო.
პსჟ-მ „სტრასბურს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პარიზელებმა ტაიმი მარკინიოსის გოლით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში იმავე მარკინიოსმა უკვე საკუთარ კარშიც გაიტანა - 1:1.
61-ე და 62-ე წუთებზე კი ნეიმარმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ბრაზილიელს მეორე გაფრთხილება სიმულაციისთვის უჩვენეს, რის გამოც ის მსაჯს დაუპირისპირდა კიდეც.
მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, კრისტოფ გალტიეს გუნდს კილიან მბაპემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გატანილი პენალტით მოაგებინა.
„პარი სენ ჟერმენს“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 1 იანვარს, სტუმრად უახლოეს მდევარ „ლანსს“ სტუმრად შეხვდება.