სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესმა“ (AP) წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად, ამერიკელი კეიტი ლედეცკი დაასახელა. მისთვის ეს ამ სააგენტოს გამოკითხვაში უკვე მეორე აღიარებაა (პირველი 2017 წელს მიიღო).
გასულ სეზონში მან ქალ მოცურავეთა შორის, თანამემამულე ნატალი კაფლინის რეკორდი გააუმჯობესა - მსოფლიო ჩემპიონატებზე მედლების მონაგარი 22-მდე გაზარდა, რომელთაგან 19 ოქროსია. ლედეცკიმ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ივნისში გაიმართა, ოთხივე სახეობაში, რომლებშიც იასპარეზა, გამარჯვება მოიპოვა.
ლედეცკი არის პირველი ქალი მოცურავე, ვისაც ინდვიდუალურად ერთ დისტანციასა და ერთ სახეობაში (800 მეტრზე თავისუფალ სტილშ), ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ეს მან ათი წლის განმავლობაში შეძლო.
გამოკითხვის შედეგებით, ლედეცკიმ და 400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიო რეკორდის ავტორმა, ამერიკელმა სიდნი მაკლაფლინმა თანაბარი ქულები დააგროვეს. მაგრამ ლედეცკიმ იმის ხარჯზე მოიგო, რომ 10 პირველი ადგილი მიიღო, მაკლაფლინმა კი - ცხრა. მესამე ადგილი WNBA-ს და კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის MVP-მ, ეი’ჯა ვილსონმა დაიკავა.
ბოლო 30 წელიწადში ლედეცკი სულ მეექვსე ქალი ათლეტი გახდა, ვინც AP-ს წლის სპორტსმენის წოდება დაიმსახურა.