სხვა

21:21 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიელმა კრიხმაირმა ბორმიოში დაშვების რბოლა მოიგო

იტალიის სამთო კურორტ ბორმიოში მამაკაც სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის დაშვების რბოლა გაიმართა, რომელიც ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაირმა მოიგო. ეს მსოფლიო თასის მიმდინარე სეზონში, მის მიერ მოპოვებული მეორე გამარჯვებაა.

კრიხმაირმა 0.4 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კანადელ ჯეიმს კროუფორდს, მესამეზე კი ნორვეგიელი ალექსანდერ ომოდტ-კილდე გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.68 წამით ჩამორჩა.

თავიდან კროუფორდი დაწინაურდა, ვინც ამერიკელ რაიან კოხრან-ზიგლეს წამით და 47 წამით უგებდა. მაგრამ შემდეგ კრიხმაირის ჯერ დადგა, ვინც თავისი დაშვება თითქმის უნაკლოდ შეასრულა. და მისი შედეგის გაუმჯობესება ვერც ომოდტ-კილდემ შეძლო.

„თავი არცერთ მეტრზე, არცერთ მოსახვევში არ დამიზოგავს. ამასთან, არც შეცდომა დავუშვი. ბოლოსკენ ფეხები საკმაოდ დამეღალა, მაგრამ ტემპი არ დავაგდე. ეს იოლი არ იყო. მითუმეტეს, ალექსი (ომოდტ-კილდე) და ოდე (მარკო ოდერმატი) დავამარცხე, რომლებიც მთელი სეზონი შეუდარებლები არიან. ამას ასი პროცენტით დახარჯვა სჭირდებოდა. ჩემი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა კრიხმაირმა.

შვეიცარიელი მარკო ოდერმატისთვის ბორმიოს რბოლა წარუმატებელი გამოდგა. ის გამარჯვებულს 1.46 წამით ჩამორჩა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.

0.113817