საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ კილიან მბაპეზე იხუმრა. როგორც მან თქვა, მბაპე ინტერვიუების დროს ხმის ტემბრს იცვლის, მაგრამ არ იცის, ასე რატომ იქცევა.
„კილიანი ნამდვილად მაღიზიანებს, როდესაც ის ხმას იცვლის ინტერვიუების დროს. როცა ერთად ვართ, ნორმალურად ლაპარაკობს, ხოლო ინტერვიუში რომ მოუსმენ, სხვა ხმა აქვს. არ ვიცი, რატომ იცვლის ხმას. ეს ყველამ შეამჩნია და მაღიზიანებს“, - იხუმრა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო და კილიან მბაპე ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები არიან.