იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ, რომელმაც აზიელები კატარის მუნდიალის 1/8 ფინალში გაიყვანა, კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
პრესკონფერენციაზე იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, კაზო ტაჯიმამ განაცხადა, რომ მორიასუ 2026 წელს, მექსიკა, კანადა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის იაპონიის ნაკრებს კვლავ უხელმძღვანელებს.
მორიასუ იაპონიის ნაკრებს სათავეში 2018 წელს ჩაუდგა და გუნდი 2022 წლის მუნდიალზე გაიყვანა, სადაც ურთულეს ჯგუფში, ესპანეთისა და გერმანიის წინააღმდეგ პირველი ადგილი დაიკავა, 1/8 ფინალურ ეტაპზე კი ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.