,,ელჩესთან" მატჩის წინ, ,,ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჟოაო ფელიქსის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე, ბორხა იგლესიასის შესაძლო ტრანსფერზე და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
,,ჟოაო ფელიქსთან კარგი სამუშაო ურთიერთობა მაქვს. ჩემი მოსვლის დღიდან მოყოლებული არასოდეს შემიწყვიტავს კლუბისთვის საუკეთესო გამოსავლის ძიება, მიუხედავად იმ სირთულეების და განსხვავებებისა, რაც სხვადასხვა ხალხთან მქონია. ბოლო დღემდე, იქნება ეს ფეხბურთელებისთვის თუ მწვრთნელებისთვის, ყველას მაქსიმუმს ვაძლევ."
,,ჩემთვის გუნდია მნიშვნელოვანი და შესაბამისად ის, რომ ფელიქსი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუ ის გადმოგვცემს იმას, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვანახა, ეს ძალიან კარგი იქნება. მას აქვს ის ნიჭი, რომელიც გუნდს გამოადგება."
,,რაც შეეხება ბორხა იგლესიასს, თქვენ იცით, რომ მე იმ ფეხბურთელების შესახებ არ ვსაუბრობ, რომლებიც ჩემს კლუბში არ არიან"
,,ძალიან კარგი გუნდი მყავს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მონაწილე 4 ფეხბურთელი. მე ვარ ის, ვინც ამ ფეხბურთელების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. ეს ძირითადად ის გუნდია, რომელმაც ლა ლიგა მოიგო, ტრიპიერისა და სუარესის გარეშე, თუმცა აქ სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ლა ლიგაში წარმატებას განაპირობებენ" - განაცხადა სიმეონემ.
მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ ლა ლიგა 29 დეკემბერს ბრუნდება. მადრიდის ,,ატლეტიკო" კი, რომელიც ცხრილში 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, პირველ მატჩს 30 დეკემბერს, 00:30-ზე ,,ელჩეს" წინააღმდეგ გამართავს.