ფეხბურთი

16:21 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

,,ჩელსი" ენცო ფერდანდესში 130 მილიონ ევროს იხდის

ლონდონის ,,ჩელსი" მზადაა ,,ბენფიკას" არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონში, ენცო ფერნანდესში 130 მილიონი ევრო გადაიხადოს.



ფერნანდესი მსოფლიოს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და კატარის მუნდიალზე მან ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზიც მოიპოვა. მის მიმართ დაინტერესებას არაერთი კლუბი იჩენს, Record-ის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, კი ,,ჩელსი" მზადაა მასში საკმაოდ სოლიდური თანხა, 130 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მსოფლიოს ჩემპიონი უკვე დაბრუნდა პორტუგალიაში და ,,ბენფიკას" საწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტს, რუი კოშტას თავის მომავალზე ესაუბრა. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის დაპირებით, ენცოს გუნდში დარჩენაში დაარწმუნებს.

ენცო ფერნანდესი ,,ბენფიკას" ,,რივერ პლეიტიდან" გასულ ზაფხულს შეუერთდა. 24 მატჩში 3 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი თამაშით, მსოფლიოს გრანდების ყურადღება მიიპყრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110573