ფეხბურთი

14:10 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "როდესაც იტალიაში ,,ნაპოლი" თამაშობს, ამ დროს თბილისში ლოქდაუნია გამოცხადებული"

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას DAZN-თან ინტერვიუს მორიგი ნაწილი გამოქვეყნდა, სადაც ქართველს რამდენიმე საინტერესო დეტალზე აქვს ყურადღება გამახვილებული.



,,ვერ გეტყვით იმას, ველოდებოდი თუ არა, რომ სერია A-ზე ამხელა გავლენას მოვახდენდი, თუმცა ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. თუ ყველაფერი კარგად გამომდის ამით ძალიან კმაოფილი ვრჩები. მე ჩემი გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ, დანარჩენი კი გულშემატკივრებმა უნდა შეაფასონ, რომელთა მუდმივი მხარდაჭერითაც ძალიან მადლიერი ვარ."

,,საქართველოში ყველას უყვარს ფეხბურთი, ყველა მოთამაშეს აფასებენ და ლოგიკურია, რომ დიდ სიყვარულსაც გამოხატავენ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ,,ნაპოლიში" გადმოსვლის შემდეგ, ბევრმა ამ გუნდის გულშემატკივრობა დაიწყო. ქვეყანა საოცარი ხალხით არის დასახლებული და მინდა ეს ყველამ იცოდეს. როდესაც იტალიაში ,,ნაპოლი" თამაშობს, ამ დროს თბილისში ლოქდაუნია გამოცხადებული."

,,ჯერ კიდევ შორი გზა მაქვს გასავლელი იქამდე, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებში დამასახელონ, თუმცა ამის ხორცშესასხმელად ყველაფერს გავიღებ. ძალიან რთულია ისეთი ადამიანისთვის თამაში, ვინც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნიდან ისეთ დიდ კლუბში მიდის, როგორიც ,,ნაპოლია," მაშინაც კი თუ ასეთ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. წინ ჯერ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს."

,,ლივერპულის წინააღმდეგ თამაში? როდესაც გაიგებ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი მათ წინააღმდეგ გიწევს, ეს ნამდვილად უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და მოტივაციით გმუხტავს, რადგან დიდებული მოთამაშეების წინააღმდეგ, ისტორიულ სტადიონზე უნდა ითამაშო."

,,სხვა იტალიური გუნდების ინტერესის შესახებ ზუსტად ვერ გეტყვით, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. მე ,,ნაპოლიში" მსურდა თამაში. როდესაც მათ მატჩებს ვუყურებდი, ვიცოდი, რომ ამ გუნდისთვის შესაფერისი ვიქნებოდი. ქალაქი გასაოცარია და ნეაპოლელებიც განსაკუთრებულები არიან. აქ ფეხბურთი ყველას უყვარს და ყველას ესმის. როდესაც ფეხბურთელი ხარ, ძალიან დიდი მოტივაციაა ის, რომ მთელი ქალაქი მხარს გიჭერს. ეს ქალაქი სიყვარულია."

,,არ ვიცი მორცხვი ვარ თუ არა. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს. არც ის ვიცი კარის აღნიშვნას კიდევ რამდენჯერ გავიმეორებ, ეს ჩემს ხასიათზე იქნება დამოკიდებული" - განაცხადა კვარაცხელიამ.

0.108001