,,დინამო ბათუმმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ გიორგი ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ნავალოვსკი ბათუმური კლუბის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, რა დროშიც მან 89 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სხვადასხვა დროს ნავალოვსკი რუსთავის, დინამო თბილისი, დილას, ვერიას, ნოვოკუზნეცკის, დინამო მინსკის, ნეფთჩის, ვოლგას, ტოსნოს, ხიმკის, ანჟის და სკა-ხაბაროვსკის ღირსებას იცავდა.
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2008 წელს, ესტონეთის წინააღმდეგ შედგა. ამის შემდეგ, მან კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა და ეროვნულ გუნდში 2015 წლამდე აღარ გამოჩენილა. საერთო ჯამში, ნავალოვსკიმ ეროვნული ნაკრების მაისურით 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა.