ჭადრაკი

10:04 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანელმა გოგონამ ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა

ყაზახეთში მიმდინარე სწრაფი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანელმა გოგონამ, სარა ხადემმა ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა.



ჰოჯაბი ტრადიციული ირანული თავსაბურავია, რომლის გარეშეც ირანელ ქალებს საზოგადოებაში გამოჩენა ეკრძალებათ. ბოლო დროს ირანში დაწყებული პროტესტების შემდეგ, რომელიც ახალგაზრდა მაჰსა ამინის გარდაცვალებას ეხება, ამ ქვეყნის სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებზე ჰიჯაბის გარეშე დაიწყეს ასპარეზობა.

ოქტომბერში ირანელმა კლდეზე მცოცავმა სამხრეთ კორეაში ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა და განაცხადა, რომ ეს შემთხვევით მოუვიდა. ნოემბერში კი ამავე ქვეყნის მშვილდოსანმა აღნიშნა, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე არც კი შეუნიშნავს, რომ ტრადიციული ირანული ატრიბუტით არ იყო შემოსილი.

ამ გოგონებისგან განსხვავებით, სარა ხადემს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

თეგებიჭადრაკი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112041