არგენტინის ნაკრებში ლიონელ სკალონი მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სკალონისთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს და დარწმუნებულია, რომ 44 წლის სპეციალისტი შეთანხმებას არ დაარღვევს.
„ჩვენ სიტყვის კაცები ვართ, სწორედ ამიტომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენთან მუშაობას გააგრძელებს, როგორც ამაზე მუნდიალის დაწყებამდე შევთანხმდით“, თქვა ტაპიამ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებში 2019 წლიდან მუშაობს და გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატი, ასევე კოპა ამერიკა მოაგებინა.