ლონდონის „ჩელსის“ მცველმა რის ჯეიმსმა ისევ ტრავმა მიიღო. ინგლისელი მოედანზე დღეს, „ბორნმუთთან“ შეხვედრაში 8 ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა.
ჯეიმსმა ტრავმა მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო და მოედანი 53-ე წუთზე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.
შეგახსენებთ, რომ რის ჯეიმსმა ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშა.