იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მისი სათამაშო ფორმით ისევ შეშფოთებულია.
როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტია, მაგრამ კვარაცხელიას ფიზიკური კონდიციები მისთვის დამაფიქრებელია.
„ვფიქრობ, „ნაპოლიმ“ სკუდეტო უკვე მოიგო. ეს ვუთხარი ყველას, ვინც პროგნოზის გაკეთება მთხოვა და ვინც ჩემს ცნობილ პროგნოზის უნარებს ენდობოდა (იღიმის - რედ). „ნაპოლიმ“ უკვე მოიგო, რადგან უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე სხვები და ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც აღჭურვილია „ნაპოლის“ გადასასწრებად საჭირო უნარებით. მხოლოდ „ნაპოლის“ შეუძლია ამ სკუდეტოს დაკარგვა, მაგრამ ორი რაღაც მაინც უცნობია: ერთი კვარაცხელიას კონდიციებს შეეხება, რადგან ბოლო დროს ცუდ ფორმაში იყო, ვიდრე ადრე, განსაკუთრებით, ტრავმის შემდეგ. მეორე ეჭვი სპალეტის ეხება - ისეთივე სრულყოფილი უნდა იყოს, როგორც სეზონის პირველ ნაწილში“, - თქვა კორბომ.