საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ბოლო წლებში სერბეთის სახელით ასპარეზობს, სერბეთში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
დათუნაშვილმა ნოვაკ ჯოკოვიჩის კონკურენციაში გაიმარჯვა, რომელიც ნომინანტთა შორის იყო. ზურაბი სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოარჩია.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2019 წლიდან გამოდის და ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (2021 და 2022 წლებში), ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.