ფეხბურთი

18:49 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

აზაცკიმ "დინამო ბათუმი" დატოვა

ოლექსანდრ აზაცკი „დინამო ბათუმში“ აღარ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

უკრაინელ მცველს კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც არ გახანგრძლივებულა. აზაცკი „დინამო ბათუმში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 70 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან ბათუმელთა რიგებში საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს სუპერთასი მოიგო.

აზაცკი მანამდე ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებშიც თამაშობდა, სადაც 2018-2019 წლები გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107248