ფეხბურთი

17:32 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მოდრიჩის შემცვლელად ბელინგემს განიხილავს

მადრიდის „რეალს“ ლუკა მოდრიჩის შეცვლა ჯუდ ბელინგემით სურს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

19 წლის ინგლისელი კარგა ხანია მადრიდელთა ინტერესის სფეროშია და ისინი მას მოდრიჩის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც უკვე 37 წლისაა. მოსალოდნელია, რომ „დორტმუნდი“ ინგლისელს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

ჯუდ ბელინგემმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც ინგლისის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109359