ფეხბურთი

13:24 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ მუკოკოს ყიდვის პირობები დაასახელა

„ბარსელონა“ დორტმუნდის „ბორუსიის“ ჭაბუკი თავდამსხმელით, იუსუფა მუკოკოთი დაინტერესდა, თუმცა არ აპირებს მისი ტრანსფერისთვის სხვა კლუბებთან კონკურენციაში ჩაბმას.

18 წლის მუკოკოს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გაისად ზაფხულში უმთავრდება და „ბარსელონაში“ გადასვლა თავადაც სურს. თუმცა, კატალონიელები ამბობენ, რომ თუ იუსუფას მართლაც სურს „კამპ ნოუზე“ თამაში, გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს. მაგალითად, შეეგუოს, რომ ხელფასი ნაკლები ექნება, ვიდრე სხვა კლუბები სთავაზობე. არადა, მსურველი ბევრი ჰყავს.

მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მუკოკომ „დორტმუნდის“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.139157