ფეხბურთი

11:19 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მსოფლიო შენზე ლოცულობს“ - რომარიომ პელეს მიმართა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, რომარიომ, თანამემამულეს, ლეგენდარულ პელეს მიმართა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია.

„მსოფლიო შენზე ლოცულობს!“ - ციტირებს რომარიოს სიტყვებს Globo.

ბოლო დღეებში პელეს ჯანმრთელობის მდგომარეიობა გაუარესდა. ოჯახის წევრები და ახლობლები მას უკვე ემშვიდობებიან. კლინიკაში არიან მისი შვილები და შვილიშვილები.

შეგახსენებთ, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი „ფეხბურთის მეფეს“ 2021 წლის ნოემბერში დაუდგინეს. ამ ხნის განმავლობაში 82 წლის ბრაზილიელს ქიმიოთერაპიის კურსს უტარებდნენ, თუმცა ახლახან მედიკოსებმა განაცხადეს, რომ პელეს ორგანიზმი ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებს.

0.117698