ფეხბურთი

10:47 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი დალგლიშს გაუთანაბრდა

პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „ასტონ ვილა“ დაამარცხა (1:3), ერთი ბურთი მერსისაიდელთა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა შეაგდო. ჯამში კი ეს „წითლების“ მაისურით გატანილი ეგვიპტელის 172-ე გოლი გამოდგა, რითიც „ენფილდის“ ლეგენდას, კენი დალგლიშს გაუთანაბრდა.

ახლა ისინი მეშვიდე ადგილზე დგანან კლუბის მეგოლეთა ისტორიულ სიაში. აღსანიშნავია, რომ ამ შდეგის მისაღწევად დალგლიშს 515 მატჩის ჩატარება დასჭირდა. სალაჰს კი 238 შეხვედრით ნაკლები - 277.

ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე იან რაშია (346 გოლი 660 მატჩში). შემდეგ მოდიან როჯერ ჰანტი (285, 492) და გორდონ ჰოჯსონი (241, 377).

მეოთხე ადგილზე ბილი ლიდელია (186 გოლი), მეხუთეზე სტივენ ჯერარდი (186). მეექვსეზე კი - რობი ფაულერი (183).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114978