ფეხბურთი

21:09 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მესამედ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

წლის ბოლოს ტრადიციულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული დაჯილდოება გაიმართა, რის შედეგადაც ეროვნული ლიგისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

2022 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. ხვიჩა საუკეთესოდ, 2020 და 2021 წლებშიც აღიარეს.

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულთა ჩამონათვალი კი ასეთია:

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი)

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - ჯიმი ტაბიძე (დინამო თბილისი)

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი)

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი (დინამო თბილისი)

სეზონის სიმბოლური ნაკრები:

ლუკა კუტალაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, პედრო მონტეირო, ჯიმი ტაბიძე, ვანდერსონი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯეფერსონ ჯერალდო, სანდრო ალთუნაშვილი, ჯოვინო, დავით სხირტლაძე, ხვიჩა კვარაცხელია

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი - მილან რადინი (დინამო ბათუმი

ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)

ალექსანდრე ჩივაძის პრიზი (U17)

ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი) - ბრინჯაო

საბა გეგუჩაძე (საბურთალო) - ვერცხლი

სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი) - ოქრო

ალექსანდრე ჩივაძის პრიზი (U19)

ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი) - ბრინჯაო

საბა გოგლიჩიძე (ტორპედო) - ვერცხლი

ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი) - ოქრო

2022 წლის საუკეთესო მსაჯი - ალექსანდრე აფციაური

ქალთა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ რევიშვილი (მართვე)

ქალთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ლელა ჭიჭინაძე (სოხუმის დინამო)

2022 წლის საუკეთესო ფუტსალის მოთამაშე - ზვიად კუპატაძე

2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი)

2022 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი)

2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართული იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები.

0.125081