მადრიდის ,,ატლეტიკო" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე 9-იანით გეგმავს გაძლიერებას, მათი მთავარი სამიზნე კი ,,რეალ ბეტისის" ფორვარდი, ბორხა იგლესიასია.
მადრიდულ კლუბში პორტუგალიელი ჟოაო ფელიშის ქმედებებით უკმაყოფილოები არიან, რის გამოც მის შემცვლელს ეძებენ, ბორხა იგლესიასი კი დიეგო სიმეონესთვის მისაღები კანდიდატია.
MARCA-ს ინფორმაციით, ,,ატლეტიკოსა" და ესპანელ ფორვარდს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და იგლესიასის გარემოცვა თანახმაა ,,ატლეტიკოს" პროექტს შეუერთდეს. თავის მხრივ არც იგლესიასს აქვს კარგი სეზონი, რის გამოც ,,როხიბლანკოში" გადასვლა მის ინტერესებსაც ემთხვევა.
ბორხა იგლესიასი ,,რეალ ბეტისს" ,,ესპანიოლიდან" 2019 წელს შეუერთდა და მადრიდულ კლუბში ჩატარებულ 137 მატჩში 43 გოლის გატანა მოახერხა.