ფეხბურთი

12:21 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი მესიზე: "მისი ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს"

,,ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრებისა და მათი ლიდერის, ლეო მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თამაშით დიდ სიამოვნებას იღებს.



,,ლივერპული" პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ პირველ მატჩს ,,ასტონ ვილას" წინააღმდეგ ჩაატარებს და მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელს ბუნებრივია, რომ მეტოქის არგენტინელ მეკარეზე, ემილიანო მარტინესზეც დაუსვეს კითხვა, თუმცა კლოპმა მკვეთრი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა: ,,მის შესახებ სათქმელი არაფერია, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვულოცავ" - სამაგიეროდ, კლოპმა ვრცლად ისაუბრა არგენტინის ნაკრებისა და მესის შესახებ:

,,არგენტინამ ტიტული დაიმსახურა. როდესაც ხედავ, რომ გუნდი და ქვეყანა ასე აღნიშნავს ჩემპიონობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოვლენა ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში ყველაზე საჭირო დროს მოხდა. მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ისინი ამ მომენტს დიდი ხანი ელოდნენ."

,,ჩემთვის ლეო მესი უდიდესი ფეხბურთელია. ის თამაშის სტილი, რომელსაც ამ ასაკში გვიჩვენებს, ყველას გვკარნახობს იმას, თუ რამდენი ხანი შეუძლიათ ფეხბურთელებს უმაღლეს დონეზე თამაში. წიგნის დასრულება ჯერ ძალიან ადრეა. მისი ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა" - განაცხადა კლოპმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112758