ფეხბურთი

10:25 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვი და საზონოვი მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეებს შორის მოხვდნენ

სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, CIES Football Observatory-მ 200 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი დაასახელა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები, ირაკლი აზაროვი და საბა საზონოვიც მოხვდნენ.



ობსერვატორიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, 21-წლამდე ასაკის 200 მოთამაშე 10 სხვადასხვა პოზიციაზე არის გადანაწილებული.

ირაკლი აზაროვი ყველაზე იმედისმომცემ შემტევ მარცხენა მცველებს შორის მოხვდა. საერთაშორისო ცენტრის მიხედვით, ,,ცრვენა ზვეზდას" შემტევმა მარცხენა მცველმა სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, 13.7 ქულა დაიმსახურა და მე-5 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება საბა საზონოვს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც კი ჰქონდა უკვე დებიუტი, ის ყველაზე იმედისმომცემ ცენტრალურ მცველებში გამოარჩიეს, 17.4 ქულა დაიმსახურა და მე-7 პოზიციაზე დაიკავა ადგილი.

ქართველი ფეხბურთელებიც პოზიციაზე მოთამაშე ახალგაზრდებიდან, მარცხენა მცველებს შორის ყველაზე დიდი რეიტინგი ,,ნატნტის" კვენტინ მერლინმა, ცენტრალურ მცველებს შორის კი ,,ლიონის" კასტელო ლუკებამ დაიმსახურეს.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128459