ურუგვაელი ფეხბურთელი ფაბიან ო'ნილი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ო'ნილს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. 2020 წელს ის საავადმყოფოში ღვიძლისა და შარდის ბუშტის დაავადებებით იქნა გადაყვანილი.
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, 49 წლის ყოფილი ფეხბურთელი სამშობლოში, მონტევიდეოში ცეროზით გარდაიცვალა.
ფაბიან ო'ნილმა საფეხბურთო კარიერა 1992 წელს ,,ნასიონალში" გაატარა. სხვადასხვა დროს იგი ,,კალიარის", ,,იუვენტუსის" და ,,პერუჯას" ღირსებას იცავდა, ეროვნულ ნაკრებში კი 19 მატჩი აქვს ჩატარებული. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ო'ნილმა 28 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია