კალათბურთი

23:17 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"Loyalty never fades away" - დალასში დირკ ნოვიცკის ძეგლი გაიხსნა

,,დალას მავერიქსის" ლეგენდარულ გერმანელ კალათბურთელს, დირკ ნოვიცკის ქალაქში, გუნდის საშინაო არენის წინ წეგლი დაუდგეს.



დღეს ,,დალას მავერიქსი" საშობაო შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდება, მატჩის წინ, კი ,,ამერიკან ეარლაინს ცენტრის" წინ ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელის ძეგლი გაიხსნა, რომელშიც დალასის 41 ნომერი თავის ჩვეული სროლის მომენტით არის წარმოდგენილი.

საინტერესოა, რომ ნოვიცკის 21 წლიანი კარიერის აღსანიშნავად, ქანდაკებასაც ინგლისურ ენაზე 21 ასოიანი წარწერა აქვს გაკეთებული - ,,Loyalty never fades away" - რომელის მის ცნობილ სროლასთან, Fadeway-სთანაა კავშირში. ძეგლის პროტოტიპი დირკს გასულ წელს, კარიერის დასრულების შემდეგ გადაეცა.

დირკ ნოვიცკიმ NBA-ში გატარებული 21 სეზონი ერთ კლუბს, ,,დალას მავერიქსს" მიუძღვნა. 2011 წელს მან მიზანს მიაღწია და საჩემპიონო ბეჭედი და MVP-ის ტიტული მოიპოვა. გერმანელი ლეგენდა კარიერულად 20.7 ქულასა და 7.5 მოხსნას აგროვებდა. მის საპატივსაცემოდ, ,,დალას მავერიქსმა" 41 ნომერი ხმარებიდან ამოიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122656