,,მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა დაადასტურა, რომ კლუბმა მარკუს რაშფორდთან, დიოგუ დალოსთან, ფრედთან და ლუკ შოუსთან კონტრაქტები გაახანგრძლივა.
ოთხივე მანჩესტერელის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურებოდა, ამჟამად კი ისინი გუნდში 2024 წლამდე დარჩებიან. ეს ამბავი კლუბის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, ერიკ ტენ ჰააგმაც დაადასტურა:
,,ჩვენ განვითარება გვსურს, გვინდა ამ მოთამაშეებს მხარი დავუჭიროთ და ჩვენს გვერდით ვიყოლიოთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ჩვენ მომავლის გუნდის აშენებას ვგეგმავთ, ეს მოთამაშეები კი მისი ნაწილი იქნებიან." - განაცხადა ტენ ჰააგმა.
ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ ხვალ, 26 დეკემბერს განახლდება. პირველ მატჩს ,,მანჩესტერ იუნაიტედი" 28 დეკემბერს, 00:00 საათზე, ,,ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ერიკ ტენ ჰააგის გუნდს 14 მატჩის შემდეგ 26 ქულა აქვს და ცხრილის მე-5 საფეხურზე იმყოფება.