ფეხბურთი

18:54 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია GOAL-ის სიმბოლურ 11-ეულში დაასახელეს

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა GOAL-მა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც მარცხენა გარემარბის ადგილს ქართველი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.



,,და აი მივადეგით იმ ადამიანს, რომელმაც ,,სეზონის საუკეთესო შენაძენის" იარლიყი უკვე დაიმსახურა. ,,ნაპოლის" ქართველი ჯადოქარი ხვიჩა კვარაცხელია. 21 წლის ფეხბურთელი, რომლის ,,დინამო ბათუმიდან" შეძენა მხოლოდ 10 მილიონი ევრო დაჯდა, ,,ნაპოლის" შემადგენლობაში თავის პირველ 17 მატჩში ფენომენალური იყო, რის გამოც ,,კვარადონას" სახელიც კი მიიღო."

,,კვარაცხელია არაპროგნოზირებადია. ახალი თაობის ფლანგის მოთამაშე, რომლის წინააღმდეგაც მსოფლიოს საუკეთესო მცველებს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ჩათვლით, წარმოდგენაც არ აქვთ როგორ უნდა დაიცვან თავი. ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში პირველად, ,,ნაპოლი" რამდენიმე ფრონტზე ერთადაა ფავორიტი და კვარაცხელიას ლიდერობით არ არსებობს ზღვარი, თუ რამდენად შორს შეუძლიათ მათ გასვლა" - წერია სტატიაში

GOAL-ის ვერსიით სეზონის პირველი ნახევრის TOP11:

ბრაის სამბა (ლანსი); კირან ტრიპიერი (ნიუკასლ იუნაიტედი); უილიამ სალიბა (არსენალი); კიმ მინ ჯე (ნაპოლი); ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი); ლიონელ მესი (პსჟ); კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი); ჯამალ მუსიალა (მიუნხენის ბაიერნი); ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ნეიმარი (პსჟ), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი).

0.114847