„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავის დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა.
„არ მესმის დისკვალიფიკაცია რატომ მომცეს, მსაჯისთვის არაფერი მითქვამს. შესაბამისად, ვერ გავიგე სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია რატომ მომცეს. სიმართლე გითხრათ, ამას ნამდვილად არ ვიმსახურებდი.
გაძევება სამართლიანი იყო, მაგრამ 3-მატჩიან დიკსვალიფიკაციას არ ვიმსახურებდი, რადგან განსაკუთრებული არაფერი მითქვამს“, - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ წითელი ბარათი „ოსასუნასთან“, მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის წინ ბოლო მატჩში მიიღო.