ფეხბურთი

13:28 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: "როცა მბაპეს ვუყურებ, ჩემი საუკეთესო მომენტები მახსენდება"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, მისი თამაში საკუთარ თავს ახსენებს.

როგორც მან თქვა, მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას იმსახურებდა.

„კილიანმა პირველი მატჩიდან ფინალამდე შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა. მაშინაც, როცა გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუნდაც ინგლისთან ან მაროკოსთან, ის ყოველთვის გადამწყვეტი იყო, ჭკვიანური პასებით.

ფინალში ის ფანტასტიკური იყო 4 გოლით, პენალტების სერიასაც თუ ჩავთვლით, ტექნიკურად დიდებული მოთამაშეა, თითქმის შეუჩერებელია და შეიძლებოდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულიყო, რადგან ამას იმსახურებდა. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი სწრაფი თავდამსხმელი იყო, მაგრამ ის ყველაზე სწრაფია, როცა მის თამაშს ვხედავ, ჩემს საუკეთესო მომენტებს მახსენებს. მან ზუსტად იცის, როგორ ისარგებლოს ღია სივრცეებით, როგორ იყოს არაპროგნოზირებადი ბურთით და უბურთოდ, ასევე, როგორ იპოვოს გამოსავალი სიტუაციებში, შთამბეჭდავია“, - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე 8 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. 23 წლის ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალებში ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (4).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102661