ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გაბრიელ ჰაინცემ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა მიმდინარე წელს “ნიუელს ოლდ ბოისში” დაასრულა, თანამემამულე ლიონელ მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
“არ მინახავს ლიონელ მესის სხვა არგენტინული კლუბის მაისურით ეთამაშა. მჯერა, საფეხბურთო კარიერის მიწურულს დაუბრუნდება მშობლიურ კლუბსა და მშობლიურ გარემოს, იქ სადაც დაიწყო ფეხბურთის თამაში და გადადგა პირველი ნაბიჯები. ეს მოხდა ნიუელსურ კლუბში”, - განაცხადა ჰაინცემ.
ლიონელ მესი 1995 წლიდან 2000 წლამდე “ნიუელს ოლდ ბოისის” საფეხბურთო სკოლაში დადიოდა, ხოლო 2000 წლიდან კატალონურ კლუბში ირიცხება.
რაც შეეხება გაბრიელ ჰაინცეს, მისი პირველი საფეხბურთო კლუბი სწორედ “ოლდ ბოისი” იყო და წლების შემდეგ კარიერის დასრულება მშობლიურ კლუბში გადაწყვიტა.