ავტოსპორტი

2:01 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ახალი შასის აწყობას შეუდგა

გამოცემა „მოტორსპორტის“ იტალირუი რედაქციის ინფორმაციით, შობის დღესასწაულის მოახლოების მიუხედავად, „ფერარის“ თანამშრომლები დაუღალავად მუშაობენ ახალი მანქანის შემუშავებაზე. ინფორმაციის წყაროს ცნობით, გუნდმა უკვე დაიწყო ახალი შასის აწყობა.

მარანელოში მკაცრად იცავენ იმ განრიგს, რომელიც მატია ბინოტოს მიერ არის შემუშავებული. მან უკვე დატოვა თანამდებობა, რომელსაც მალე „ალფა რომეოდან“ გადმოსული ფრედერიკ ვასერი დაიკავებს.

ამ ეტაპზე უცნობია, გაიარა თუ არა ახალი მანქანის შასიმ FIA-ს ქრეშ ტესტი. ამის გარეშე, ის რბოლებზე არ დაიშვება. მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, უკვე აწყობილია შასის ძირითად ნაწილები.

სიახლეები არ ისმის ძალური დანადგარის შესახებ. ცნობილია, რომ ინჟინრებმა ძრავის საიმედობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზებს მიაგნეს. ამ პრობლემებმა გუნდს გასულ სეზონში ბევრი ქულა დააკარგვინა. გარდა ამისა, მათივე მიზეზით, ვერ ხერხდებოდა ძალური დანადგარის სრული პოტანციალის გამოყენება.

0.111984