ფეხბურთი

1:20 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკო არნაუტოვიჩი: "მოურინიოს ჩემი ყიდვა სურდა, თუმცა ,,მანჩესტერს" ფული აღარ ჰქონდა"

იტალიური ,,ბოლონიას" ავსტრიელმა შემტევმა, მარკო არნაუტოვიჩმა La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ,,მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესსზე ისაუბრა.



,,მოურინიოს ჩემი დამატება მაშინ სურდა, როდესაც ,,ვესტ ჰემში" ვთამაშობდი. მას ჩემი ღირებულება აინტერესებდა. იმ პერიოდში მისმა ,,მანჩესტერ იუნაიტედმა" პოლ პოგბა იყიდა და ჩემი ფული აღარ ჰქონდა, ამიტომაც ჩემი ტრანსფერი მას არ გამოუვიდა" - განაცხადა არნაუტოვიჩმა.

იმ პერიოდში, როდესაც ,,წითელმა ეშმაკებმა" პოგბა გადაიბირეს არნაუტოვიჩი ,,ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა, 1 წლის შემდეგ კი ის ,,სტოკ სიტიში" გადავიდა სათამაშოდ. ჟოზე მოურინიოს მთავარ მწვრთნელად ყოფნის პერიოდში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მისი გადაყვანა პორტუგალიელ მწვრთნელს სურდა.

ამჟამად, მარკო არნაუტოვიჩი იტალიური ,,ბოლონიას" ღირსებას იცავს, რომლის მაისურითაც მოედანზე გატარებულ 43 მატჩში 23 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063163