ავტოსპორტი

0:55 | 25.12.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ფილიპ სტრეიფი გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ყოფილი ფრანგი პილოტი ფილიპ სტრეიფი, 67 წლისა გარდაიცვალა. მას დიდი პრიზის 53 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და იყო „რენოს“, „ლიჟიეს“, „ტირელის“ და AGS-ის პილოტი.

სტრეიფი 1981 წელს ფორმულა 3-ის ეროვნული ჩემპიონი გახდა, მომდევნო წლიდან კი ფორმულა 2-ში გადავიდა და რეგულარულად ადიოდა კვარცხლბეკზე. ფორმულა 1-ში პირველად პორტუგალიის დიდ პრიზზე, 1984 წელს, „რენოს“ მანქანთ იასპარეზა. მომდევნო სეზონში კი ფ1-ში თავისი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მაშინ ის უკვე „ლიჟიეს“ მანქანით ასპარეზობდა. ადელაიდაში, ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლა მე-18 პოზიციიდან დაიწყო. რბოლის განმავლობაში, სამეულში შევიდა და რბოლის ბოლოს, თანაგუნდელ ჟაკ ლაფიტს შეუტია. გუნდმა გასწრების უფლება არ მისცა, მაგრამ სტრეიფმა ბოლო წრეზე მაინც შეუტია, მოხდა შეჯახება, რამაც მისი მანქანა სამი ბორბლით დატოვა. მაგრამ ამის მიუხედავად, ფინიშს მიღწია და კვარცხლბეკზე მესამე საფეხური დაიკავა.

მერე ის „ტირელში“ გადავიდა, სადაც საუკეთესო შედეგი, მეოთხე ადგილი ჰქონდა. ფ1-ში თავისი ბოლო სეზონი (1988 წელს) კი აუტსაიდერ AGS-ში გაატარა. მომდევნო სეზონის წინა ტესტებზე, რომლებიც რიო დე ჟანეირუში ატარდა, მისი AGS მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას, მოულოდნელად დაზიანდა და კედელს შეასკდა. მანქანა რამდენჯერმე გადაყირავდა და შუაზე გადატყდა.

იმის გამო, რომ იმ დროს სარბოლო მაშველების ორგანიზებულობა პრაქტიკულად ნულის ტოლფასი იყო, განსაკუთრებით ტესტებზე, სტრეიფის ევაკუაცია მეტისმეტად დაგვიანდა. საბოლოოდ, ის ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.

მაგრამ ამის მიუხედავად, სტრეიფი რბოლებიდან არ წასულა. 1993-2001 წლებში, მისი ორგანიზებით, პარიზის ბერსის სპორტულ არენაზე, რეგულარულად ტარდებოდა რბოლები კარტინგში. პირველ ასეთ ტურნირზე ერთმანეთს ალენ პროსტი და აირტონ სენა დაუპირისპირდნენ. ეს მათი ბოლო ბრძოლა იყო ტრასაზე.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:53 | 02.04.2016
mushni (93569)

ვიკაშეეეეეეეეეეეეეეეე

11:47 | 01.04.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

ვავა . . , უკან-უკან მიდის WTA-ს საQმე , ამათ ფინალში რა უნდათ X_X x_x

05:53 | 02.04.2016
mushni (93569)

ძმა რაგბზე ამბობ ხომDDDDDDDDDD ბელარუსია რუსეთი იგულისხმე DDDDDDDDDDDD

03:14 | 02.04.2016
fanatic (1105)

აზარენკას რა უნდა ფინალში? ეგ სულ ფინალში უნდა იყოს )

12:22 | 01.04.2016
Djoko (9552)

და ვის უნდა ფინალში აბაააა???

0.0778