ფეხბურთი

20:46 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კელი ნასიმენტო: „კიდევ ერთი ღამე ერთად!“

ლეგენდარული პელეს ქალიშვილმა, კელი ნასიმენტომ, სოციალურ ქსელში ამაღელვებელი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: „კიდევ ერთი ღამე ერთად!“

კელი საწოლზე მამას ეხუტება და მომავალს იმედიანად უყურებს.

საშობაოდ „ფეხბურთის მეფის“ ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ის მსხვილი ნაწლავის კიბოს 2021 წლიდან ებრძვის. ერთი ხანი ვითარება გამოსწორდა, პელე შინ გაწერეს და სავალდებულო პროცედურებზე იბარებდნენ.

წლეულს 29 ნოემბრიდან კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ბაბუასთან ჰოსპიტალში შვილიშვილებიც მორიგეობენ.

0.171118