ურუგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ,,გრემიოსთან" ვერბალურ შეთანხმებას მიაღწია და ბრაზილიურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
სეზონის პირველი ნახევარი ლუის სუარესმა ბავშვობის კლუბ ,,ნასიონალში" გაატარა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. 35 წლის ურუგვაელმა კატარის მუნდიალზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, მისი ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
მისი კონტრაქტი ,,ნასიონალთან" 31 დეკემბერს იწურება, თუმცა სუარესმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები ბრაზილიურ ,,გრემიოსთან" და არგენტინელი ჟურნალისტის, სესარ ლუის მერლოს ინფორმაციით, იგი ახალ გუნდში 2-წლით ითამაშებს.
ლუის სუარესი ,,ნასიონალს" გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მშობლიურ კლუბში გატარებულ 14 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უკანასკნელი გლადიატორი!
და შემდეგ ამერიკისკენ აიგებს გეზს
კვეკვესკირზე დავწერ ორიოდე სიტყვას. ტრანსფერმარკეტის მონაცემებზე დაყრდნობით ვწერ რომ 10.3 მილიონიანი აზერბაიჯანის მოწინავე გუნდიდან გადავიდა 9.5 მილიონიანი საშუალო დონის ყაზახურ გუნდში.
ჩემი აზრით რეგრესი არ არის. პირიქით, უკეთეს ჩემპიონატში გადავიდა და თუ მოინდომებს მეტადაც განვითარდება. დიდად არა მაგრამ...
ედიდესი მოვლენა ფეხბურთის ისტორიაში