ფეხბურთი

18:36 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზორან მარუშიჩი ,,დინამო თბილისში" დაბრუნდა

სერბი თავდამსხმელი, ზორან მარუშიჩი, თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.



ეროვნული ლიგის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი სერბი შემტევით გაძლიერდა. დედაქალაქურ კლუბში დაბრუნების შემდეგ მან ,,დინამოსთან" პირველი კომენტარიც გააკეთა:

,,დინამოში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. მოტივირებული ვარ, რომ ბევრი ვიშრომო და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო." - განაცხადა სერბმა ფორვარდმა.

მარუშიჩი ,,დინამოს" ღირსებას აქამდეც იცავდა. 2021 წლის სეზონში მან ,,ლურჯ-თეთრების" შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლთან ერთად, 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავე სეზონში იგი ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა. 16 გატანილი გოლით კი, სერბი თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

,,დინამო თბილისიდან" წასვლის შემდეგ, მარუშიჩმა 2022 წლის სეზონი უზბეკურ ნავბაჰორში გაატარა, სადაც 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113606