„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლივერპულთან“ (3:2) კალვინ ფილიპსის განაცხადში არყოფნაზე ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფილიპსი სათამაშოდ მზად არაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატიდან ჭარბი წონით დაბრუნდა.
„ის ტრავმირებული არაა. ნაკრების შეკრებიდან ჭარბწონიანი ჩამოვიდა, არ ვიცი, რატომ. არ არის იმ კონდიციაში, რომ ივარჯიშოს და ითამაშოს. რა თქმა უნდა, როდესაც მზად იქნება, ითამაშებს. თუნდაც იმიტომ, რომ ის ძალიან გვჭირდება“, - აღნიშნა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, კალვინ ფილიპსი „მანჩესტერ სიტის“ გასულ ზაფხულს „ლიდს იუნაიტედიდან“ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა (1 პრემიერლიგაში). მან „სიტის“ ძირითადში დამკვიდრება ამ დრომდე ვერ მოახერხა და ინგლისის ნაკრებშიც მუნდიალზე სათადარიგო მოთამაშის სტატუსი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე მუდმივად ძირითადში თამაშობდა.