ფეხბურთი

16:33 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "ზეიმი გასაგებია, მაგრამ ლისანდროს მოუწევს შეგუება, რომ 27 დეკემბერს თამაში გვაქვს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ლისანდრო მარტინესზე ისაუბრა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ახლახან დაასრულა და სამშობლოში ჩემპიონობას ზეიმობს.

როგორც ნიდერლანდელმა თქვა, მისთვის ზეიმი გასაგებია, მაგრამ ლისანდროს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ პრემიერლიგა 27 დეკემბერს განახლდება.

„ლისანდრო ბუენოს აირესში ამ დრომდე ზეიმობს და ეს ჩემთვის სავსებით გასაგებია. თუმცა, 27 დეკემბერს, პრემიერლიგა განახლდება და მას ამასთან შეგუება მოუწევს“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 27 დეკემბერს, „ნოტინგემ ფორესტს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10867