ფეხბურთი

12:56 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" ფერნანდესის 100 მილიონად გაყიდვაზე უარი თქვა და 120 მილიონს ითხოვს

არგენტინის ნაკრებისა და „ბენფიკას“ ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის მიმართ ინტერესი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ძალიან გაიზარდა.

როგორც ჟურნალისტი ბრუნო ანდრადე იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ დაინტერესდა და მისთვის ბრძოლაში ფავორიტიცაა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია „ლივერპულსა“ და „რეალთან“ უწევს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მედიის ცნობით, ლისაბონის „ბენფიკამ“ ფერნანდესის 100 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვა და არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ პორტუგალიელები მინიმუმ 120 მილიონ ევროს ითხოვენ.

მიმდინარე სეზონში ფერნანდესმა „ბენფიკაში“ 24 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი მექსიკას გაუტანა, გარდა ამისა, მაღალი დონის თამაშები ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113926