ფეხბურთი

17:46 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტა: "დე იონგის გაყიდვაზე არასოდეს მიფიქრია"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფრენკი დე იონგის გაყიდვა გამორიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელ ფეხბურთელს კარგა ხანია სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ.

„არასოდეს მქონია დე იონგის გაყიდვის სურვილი. ის ჩვენი ერთ-ერთი დასაყრდენი მოთამაშე, ტალანტი და უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში მან 27 შეხვედრაში თავი 1 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.115428