ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჟოზე მოურინიო დაუკავშირეს. იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, რომ სამხრეთამერიკელებმა პორტუგალიელს კონტრაქტიც კი მოუმზადეს.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ბრაზილიელები ევროპული გამოცდილების და მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელს ეძებენ, თანაც ამ საკითხის მოგვარება იანვრის ბოლომდე სურთ.
მოურინიო ამჟამად „რომაში“ მუშაობს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ მას პორტუგალიის ნაკრებსაც უკავშირებენ და ლუზიტანელები მზად არიან, ჟოზეს პარალელურად „რომაში“ მუშაობის უფლებაც მისცენ.
ბრაზილიის ნაკრებში კი ტიტეს შემცვლელს ეძებენ, რომელმაც თანამდებობა წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ დატოვა. მოურინიომდე „სელესაოს“ კარლო ანჩელოტიც დაუკავშირეს.