„მანჩესტერ სიტის“ მცველი რუბენ დიაში ერთი თვე ვერ ითამაშებს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბარძაყის დაზიანება მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო და როგორც ცნობილი გახდა, გამოჯანმრთელებისთვის ერთი თვე დასჭირდება.
აქვე გეტყვით, რომ რუბენ დიაშმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.