ფეხბურთი

11:09 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია ნაკრებიდან წასვლა არ გეგმავს

ანხელ დი მარია სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.

წყაროს თანახმად, 34 წლის ფეხბურთელი არგენტინის ნაკრებში თამაშს ისევ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრის ვარაუდით, ის მუნდიალის შემდეგ ნაკრებიდან წავიდოდა.

დი მარია არგენტინის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 129 შეხვედრაში 28 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის შარშან კოპა ამერიკის და წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად ტურინის „იუვენტუსში“ თამაშობს, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111132