იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ, რომელიც La Repubblica-სთვის მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მისი ფიზიკური კონდიციები ერთადერთია, რაზეც „ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბი და ტიფოზები უნდა ნერვიულობდნენ. კორბომ ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ კვარაცხელიას ფორმიდან ამოვარდნა 2 თვის წინ მისი სახლის ძარცვასთან შეიძლება კავშირში იყოს.
„კვარაცხელია დიდი ხანია ფორმაში არ არის, რაღაც პრობლემები ჰქონდა და რაღაც მომენტში ის მხედველობიდან დავკარგეთ. განვლილ ამხანაგურ მატჩებში ის საუკეთესო ფორმაში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ პირიქით ვნახეთ. ეს ერთადერთი ეჭვია, რამაც სამწვრთნელო პერსონალი და გულშემატკივარი უნდა შეაშფოთოს.
საინტერესოა, ეს მხოლოდ კონდიციებს უკავშირდება? ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ და გავიგოთ, რა მოხდა იმ ღამეს, როცა მის სახლში ქურდები შევიდნენ - ეს უბრალოდ შოკი იყო თუ მას თავს დაესხნენ“, - თქვა კორბომ.