ფეხბურთი

22:59 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "კეინის პენალტი? ვერაფერს ვიტყვი, მე პენალტებში კატასტროფა ვიყავი"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრაში ჰარი კეინის ვერგატანილ პენალტს გამოეხმაურა და მისი შეგირდი დაიცვა.

„კეინი? მსოფლიო დონის თავდამსხმელზე ვსაუბრობთ. იცით, ფეხბურთი როგორია: შეიძლება გქონდეს ძალიან სასიამოვნო მომენტები, მაგრამ შეიძლება იყოს მომენტებიც, როცა ძალიან იმედგაცრუებული იქნები, რადგან პენალტი ვერ გაიტანე. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ერთი პენალტიც არ გამიფუჭებია, რადგან არასდროს დამირტყამს, იმიტომ, რომ პენალტების შესრულებაში ნამდვილი კატასტროფა ვიყავი. თუმცა, პენალტების სერიით წავაგე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიასთან და ვიცი, რომ ფეხბურთს დიდი ტკივილის მოყენებაც შეუძლია.

რომერო? ფინალში შეიძლება მოიგო ან წააგო. გვიხარია, რომ მის გამო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა. ჩემი მომავალი? აქ ძალიან ბედნიერი ვარ და კლუბთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ვცდილობთ, ყველა სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. ექვსი თვე გვაქვს ერთად ყოფნისთვის, სიტუაციიდან დასატკბობად და შემდეგ ვიპოვოთ სწორ გამოსავალს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „ტოტენჰემს“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

0.137883