ფეხბურთი

22:27 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

კლაუდიო რანიერი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება და „კალიარიში“ იმუშავებს. მან სარდინიულ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო ლივერანი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

კლაუდიო რანიერი „კალიარის“ 1988-1991 წლებშიც წვრთნიდა. გარდა ამისა, მას უამრავ გუნდში უმუშავია, მათ შორის „ნაპოლიში“, „ფიორენტინაში“, „ვალენსიაში“, „ატლეტიკოში“, „ჩელსიში“, „პარმაში“, „იუვენტუსში“, „რომაში“, „ინტერში“, „მონაკოში“, „ლესტერში“, „ნანტში“, „ფულჰემში“, „რომაში“, „სამპდორიაში“, საბერძნეთის ნაკრებსა და „უოტფორდში“.

„კალიარი“ სერია B-ში 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-14 ადგილზეა, რაც სარდინიული კლუბის ამბიციებს ნამდვილად არ შეესაბამება.

0.103365