იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარე სალვატორე სირიგუმ, რომელიც ამჟამად „ნაპოლიში“ თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელი ფენომენია, თუმცა კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა გახდეს.
„რა არის „ნაპოლის“ საიდუმლო? ჩვენ ვართ შეკრული და მოტივირებული გუნდი, ვარჯიშებზეც კი. მოედანზე ენერგიით აღსავსე გავდივართ, ვინც ამ მაისურს ატარებს, კარგად მუშაობს. კვარაცხელია ყველა თვისებით ფენომენია, რომელიც კარის წინ ცოტა უფრო ეგოისტი უნდა გახდეს. ოსიმენს წარმოუდგენელი ფიზიკა და მენტალური ძალა აქვს, ლოსანოს კი ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია“, - თქვა სირიგუმ.
შეგახსენებთ, რომ სალვატორე სირიგუ „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ ვეტერან მეკარეს ნეაპოლელთა რიგებში ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია.