ფეხბურთი

18:48 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ მენიოს ისევ პრობლემა აქვს

„მილანის“ მეკარე მაიკ მენიო ტრავმირებულია და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ორ კვირაში მოედანზე დაბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, ორი კვირის შემდეგ ფრანგ კიპერს სამედიცინო შემოწმება ისევ ჩაუტარდება, რის შემდგომაც გაირკვევა დაზიანების ხარისხი.

მაიკ მენიოს ტრავმის გამო ბოლო 3 თვე გაუცდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. მან ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ მიიღო მონაწილეობა.

0.117665