ფეხბურთი

11:36 | 23.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "მუნდიალის ფინალი ზაფხულში რომ ყოფილიყო, 70 წუთის შემდეგ ტემპი დაეცემოდა"

პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ის ფიქრობს, რომ სეზონის მიმდინარეობისას მუნდიალის ჩატარება უკეთესი გამოდგა, ვიდრე ზაფხულში, როცა დამქანცველი სეზონის შემდეგ ფეხბურთელები გადაღლილები არიან.

„მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფეხბურთელებს გვაშინებდა სეზონის მიმდინარეობისას მუნდიალზე თამაში, მაგრამ ეს უპირატესობა გამოჩნდა. ეს დავინახეთ ფინალის შემდეგ: მატჩი რომ ზაფხულში ჩატარებულიყო, 70-75 წუთის მერე თამაშის ტემპი დაეცემოდა“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში ისტორიაში პირველად გაიმართა.

0.131173